თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქალაქ გურჯაანში ცხოველებისთვის თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
„აღასრულე კანონი, დაისაჯონ დამნაშავეები“ - რუსთაველზე ცხოველთა დამცველების აქცია გაიმართა>>
პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული და საკარანტინო შენობების, ვეტერინარიული კლინიკების, ლაბორატორიების, ვოლიერებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობას.
თავშესაფრის ფუნქციაში შევა მიუსაფარი ცხოველების მოვლა. გარდა ამისა, თავშესაფრის თანამშრომლები ამ ცხოველებისთვის პატრონების მოძებნას ეცდებიან.
უპატრონო ცხოველების პრობლემა კახეთში განსაკუთრებით მწვავედ დგას; სპეციალისტები დაავადებებისა და ეპიდემიების გავრცელების საშიშროებაზე საუბრობენ. ამ რეგიონში ასევე დაფიქსირდა ცხოველების ადამიანებზე თავდასხმის შემთხვევები.
თავშესაფრის მშენებლობას მთავრობა დააფინანსებს. პროექტი, სავარაუდოდ, 2020 წელს დასრულდება.