„აღასრულე კანონი, დაისაჯონ დამნაშავეები“ - რუსთაველზე ცხოველთა დამცველების აქცია გაიმართა

© photo: Sputnikქუჩის ძაღლი
ქუჩის ძაღლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეები ცხოველების წამების წინააღმდეგ რამდენიმე თვის წინ მიღებული კანონის ამოქმედებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ამ კანონის ფარგლებში ამ დროისთვის არცერთი მოძალადე არ დასჯილა.  

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. თბილისში, რუსთაველის მეტროსთან,   „საქართველოს ინტეგრაციული განვითარების ფონდმა“, ცხოველთა მოყვარულებმა და უფლებადამცველებმა გამართეს აქცია სლოგანით „აღასრულე კანონი, დაისაჯონ დამნაშავეები“, იუწყება პირველი არხი. 

ცხოველები და ადამიანები - Sputnik საქართველო
ცხოველებისა და ადამიანების გულის ამაჩუყებელი ჩახუტებები – ემოციური ვიდეო

აქციის მონაწილეები ცხოველების წამების წინააღმდეგ რამდენიმე თვის წინ მიღებული კანონის ამოქმედებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ამ კანონის ფარგლებში ამ დროისთვის არცერთი მოძალადე არ დასჯილა.  

„ადამიანი, რომელსაც შეუძლია წამებით მოკლას ცოცხალი არსება, არის ჩვეულებრივი მკვლელი. უკვე თვეებია, არსებობს კანონი, რომელიც არ მოქმედებს. საზოგადოებას და ხელისუფლებას მინდა შევახსენო, რომ კანონი ყველასთვის ერთია და უნდა აღსრულდეს“, — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, საქართველოს ინტეგრაციული განვითარების ფონდის დამფუძნებელმა მაგდა წულაიამ.

წულაიას თქმით, ამ დროისათვის არსებობს რამდენიმე გაუხსნელი საქმე ცხოველთა წამებით მკვლელობის შესახებ. სწორედ ამის გამო გადაწყდა აქციის გამართვა, რომლის მეშვეობითაც ცხოველთა დამცველები ხელისუფლებას კანონის აღსრულებისკენ მოუწოდებდნენ.

აქციის წევრმა და ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის სტრუქტურები, რომლებსაც კანონის აღსრულება ევალებათ, ცხოველთა მიმართ ძალადობასა და სადიზმზე თვალს ხუჭავენ.

„ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა: ნუ იბრმავებთ თვალს თითქმის ყოველდღიურ კრიმინალზე იმიტომ, რომ სადიზმი ძალიან ხშირად ხდება ჩვენს ქვეყანაში“, — თქვა ინგა გრიგოლიამ.

საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის მაისში დაამტკიცა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობისთვის სასჯელის გამკაცრებას მოიაზრებს. ამ ცვლილებების შესაბამისად, ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობისთვის, რასაც წამება ან ტკივილის მიყენება მოჰყვა, დადგენილია 100-დან 500 ლარამდე ფულადი ჯარიმა.

ყველა ახალი ამბავი
0