საუდის არაბეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები სექტემბრის ბოლომდე განხორციელდება

© photo: Flynas / FBავიაკომპანია Flynas
ავიაკომპანია Flynas - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრენები განხორციელდება Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი ბათუმი–ერ-რიადის მიმართულებით ფრენებს სექტემბრის ბოლომდე გააგრძელებს, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

ურალის ავიახაზები - Sputnik საქართველო
კრასნოდარიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიაფრენები განხორციელდება

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით რეგულარული ავიარეისები მხოლოდ ზაფხულის სეზონზე – 2 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით უნდა განხორციელებულიყო.

განახლებული განრიგის შესაბამისად, ფრენები ბათუმი–ერ-რიადი–ბათუმის მიმართულებით 30 სექტემბრამდე კვირაში სამჯერ (ოთხშაბათი, პარასკევი, კვირა) შესრულდება. ფრენები განხორციელდება Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Flynas-ს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 2019 წლის 11 მარტს მიანიჭა. გარდა ახალი მიმართულებისა, საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ზაფხულის სეზონზე ფრენებს ახორციელებს ასევე დამამი–თბილისი–დამამის, ჯედა–თბილისი–ჯედასა და ერ-რიადი–თბილისი–ერ-რიადის მიმართულებით.

ყველა ახალი ამბავი
0