თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ავიაკომპანია „ურალის ავიახაზები“ კრასნოდარიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს მაისიდან განახორციელებს, იუწყება სააგენტო РИА Новости კომპანია „ბაზელ აეროს“ პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.
„24 მაისიდან კრასნოდარის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისში პირდაპირი რეისები დაიწყება. ფრენებს ავიაკომპანია „ურალის ავიახაზები“ განახორციელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სავარაუდოდ, ავიარეისები კვირაში რჯერ – ხუთშაბათს და კვირას განხორციელდება. ფრენებს Airbus A320 შეასრულებს.