ახალი ქართული ავიაკომპანია მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში იფრენს

© Facebook / Myway Airlinesავიაკომპანია MyWay Airlines-ის თვითმფრინავი
ავიაკომპანია  MyWay Airlines-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ავიაკომპანია MyWay Airlines-ი რუსეთის ქალაქებში რეისების შესრულებას მაისიდან გეგმავს

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. ახალი ავიაკომპანია MyWay Airlines-ი გეგმავს რეისების შესრულებას თბილისიდან მოსკოვში, ჟუკოვსკიში, სანქტ-პეტერბურგში და სამარაში, იუწყება TV Pirveli სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე დაყრდნობით.

ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ შესაბამისი ნებართვისთვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 27 მარტს მიმართა. რეისების შესრულების დაწყება მაისისთვის დაიგეგმა.

საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, თითოეული მხრიდან ყოველ მიმართულებაზე სამ-სამი ავიაგადამზიდავის დანიშვნა არის შესაძლებელი.

პირველი რეისი, რომელიც ჩარტერული იყო, ავიაკომპანიამ შაბათს თეირანში (ირანი) შეასრულა. 

ავიაკომპანია „პობედას“ სტუარდესა - Sputnik საქართველო
ბათუმიდან როსტოვში „პობედა“ იფრენს

შემდეგ ავიაკომპანიის გეგმებშია ისეთი მიმართულებები, როგორიცაა თელ-ავივი (ისრაელი), დუბაი (არაბეთის გაერთიანებული საამიროები), კიევი (უკრაინა), მინსკი (ბელარუსი).

MyWay Airlines-ი ჩინურმა კომპანია Hualing Group-მა შექმნა. 2017 წლის ნოემბერში საქართველოში ჩინეთიდან 43,4 მილიონი დოლარის ღირებულების ორი თვითმფრინავია იმპორტირებული. ასე რომ, კომპანიის ავიაპარკი BOING-777 ტიპის ორი თვითმფრინავით არის წარმოდგენილი. მესამე თვითმფრინავს ივლისის დასაწყისში ელოდებიან, მეოთხეს — დეკემბერში.

კომპანია Hualing Group საქართველოს ტერიტორიაზე დიდ პროექტებს ახორციელებს. მან ქალაქის გარეუბანში ააშენა ოლიმპიური სოფელი ახალგაზრდული სპორტული ფესტივალისთვის Tbilisi 2015 და დღემდე განაგრძობს დიდი დასახლების მშენებლობას გარეუბანში.

Hualing Group-ის საქმიან აქტივობაში შედის ხე–ტყის დამზადება, ავეჯის წარმოება და საბანკო საქმიანობა (ჩინური მხარე ფლობს „ბაზის ბანკის" აქციების 90%-ს). ამჟამად საქართველოში "ჰუალინგ ჯგუფში" შემავალი 15 კომპანია ოპერირებს.

ამჟამად ქვეყანაში ერთადერთი ეროვნული ავიაგადამზიდავი Georgian Airways ფუნქციონირებს.

 


ყველა ახალი ამბავი
0