თბილისი ტურისტული ქალაქების მსოფლიო ფედერაციაში გაწევრიანდა

გამოწერა
კახა კალაძემ ტურისტული ქალაქების მსოფლიო ფედერაციის წევრობის უპირატესობებზე ისაუბრა

თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს დედაქალაქი გაწევრიანდა ტურისტული ქალაქების მსოფლიო ფედერაციაში (WTCF), რომელიც მსოფლიოს თბილისს უკეთ გააცნობს, განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

„აწარმოე საქართველოში“ დღეიდან ახალ პროგრამას იწყებს >>

WTCF 2012 წლის 15 სექტემბერს პეკინში დაფუძნდა. ეს არის მსოფლიოში პირველი საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქების ტურისტული პოტენციალის განვითარებაზეა ორიენტირებული.

„მინდა გაგიზიაროთ ქალაქისთვის კიდევ ერთი სასიხარულო და საინტერესო სიახლე. ჰელსინკიში გაიმართა სამიტი სახელწოდებით „გონივრული ტურიზმი – ქალაქების განვითარებისა და ინოვაციების გზა“, რომელზეც ოფიციალურად წარადგინეს თბილისი ასოციაციის ახალი წევრის სახით“, – განაცხადა კალაძემ.

მერმა ორგანიზაციის წევრობის უპირატესობებზე ისაუბრა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
მზად ვართ, ტურისტები ყველა ქვეყნიდან მივიღოთ – კალაძე რუსი ტურისტების შესახებ

„ესაა აქტიური თანამშრომლობა წევრ ქალაქებს შორის ტურიზმის სფეროში, ახალი კავშირების დამყარება სხვადასხვა დარგობრივ ასოციაციასთან, თემატური და საქმიანი შეხვედრები, ტურისტული პროდუქტების გატანა და ცნობადობის ამაღლება და სხვ.“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთანაკადი 10%-ით შემცირდა >>

მერის განცხადებით, აუცილებელია ყველა შესაძლო საშუალების გამოყენება, რათა საქართველო, მისი დედაქალაქი, ღირსშესანიშნაობები და ტრადიციები მსოფლიომ გაიცნოს.

„ჩვენ უგემრიელესი სამზარეულო, ღვინო გვაქვს და, რაც მთავარია, სტუმართმოყვარე ადამიანები ვართ და ნებისმიერი ტურისტი, რომელიც აქ ჩამოდის, აუცილებლად ბრუნდება თბილისში თავის მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. აი რატომ სჭირდება ტურიზმს დიდი მხარდაჭერა“, – ხაზი გაუსვა კალაძემ.

დღეისათვის WTCF–ში 218 წევრია, მათ შორის 145 მონაწილე ქალაქი, 73 ინსტიტუციური წევრი და 6 ფილიალი. ორგანიზაციის ინსტიტუციური წევრები მოიცავენ ტურისტულ სააგენტოებს, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს, აეროპორტებს, ავიაკომპანიებს, სასტუმრო ჯგუფებს, კრუიზის კომპანიებს და ფინანსურ ფირმებს.

სასტუმრო ბათუმში - Sputnik საქართველო
სასტუმროების ბიზნესი საქართველოში: რეალობა და პერსპექტივები

WTCF–ის ძირითადი მიმართულებაა – ქალაქის ცხოვრების გაუმჯობესება ტურიზმის მეშვეობით. ორგანიზაცია მომსახურებას უწევს თავის წევრებს, რომლებიც ტურიზმის მთელ ინდუსტრიულ ჯაჭვს აერთიანებენ. იგი ხელს უწყობს წევრებს შორის თანამშრომლობის გაღვივებას, ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, ტურისტული პროდუქტებისა და რესურსების, ასევე ტურიზმის მსოფლიო ინდუსტრიის განვითარებასა და აყვავებას.

ტურიზმის ინდუსტრიაში მზარდი მიმზიდველობის, შესაძლებლობების, ლიდერობისა და გავლენის წყალობით WTCF მიჩნეულია სწრაფად მზარდ საერთაშორისო ტურისტულ ორგანიზაციად. 

ყველა ახალი ამბავი
0