„აწარმოე საქართველოში“ დღეიდან ახალ პროგრამას იწყებს

© photo: courtesy of Partnership Fundსასტუმროს პროექტი აბასთუმანში
სასტუმროს პროექტი აბასთუმანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროებს კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას და მათ ბაზარზე ოპერირების გაგრძელებას

თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. დღეიდან ამოქმედდა ახალი პროგრამა „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, ნათქვამია სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სასტუმრო ბათუმში - Sputnik საქართველო
სასტუმროების ბიზნესი საქართველოში: რეალობა და პერსპექტივები

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროებს კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას და მათ ბაზარზე ოპერირების გაგრძელებას.

2019 წლის პირველი აგვისტოდან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში სააგენტო განახორციელებს მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 80%-ის თანადაფინანსებას ეროვნულ ვალუტაში აღებული სესხების შემთხვევაში, ხოლო 70%-ის თანადაფინანსებას უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში.

მოცულობა შეადგენს: 300 ათას ლარს ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, 100 ათას დოლარს - დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში და 80 ათას ევროს - ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში. აღნიშნული პროგრამა არის ერთჯერადი ხასიათის და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობა შეუძლიათ იმ მეწარმეებს, რომლებსაც სასტუმროს მშენებლობის, გაფართოების, აღჭურვის, რემონტის, რეკონსტრუქციის მიზნით სესხი აქვთ აღებული 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში და სასტუმრო ოთხიდან 20-მდე ნომრებს მოიცავს.

ყველა ახალი ამბავი
0