თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. 12 წლის ბავშვი მდინარე ალაზანში დაიხრჩო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
უბედური შემთხვევა დღეს სოფელ კარდენახის მახლობლად მოხდა.
თვითმხილველების განცხადებით, მოზარდი, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგიდან იყო. მდინარეზე ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა. ბავშვი მდინარის დინებამ წაიღო.
არასრულწლოვნის ცხედარი მდინარიდან მყვინთავების დახმარებით უკვე ამოიტანეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.