ფოთში „ზებრაზე“ ქალი გაიტანეს – შემზარავი ვიდეოკადრები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერიოზული ტრავმების მიუხედავად, მედიკოსებმა დაშავებულის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ფოთში ორშაბათს მომხდარი დიდი ავარიის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ავარია ფოთში – არიან დაშავებულები >>

შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს Mercedes-სა და Honda-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შედეგად დაშავდა ერთ–ერთ ავტომობილში მყოფი მგზავრი და იქვე მყოფი ქვეითად მავალი ქალი.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

დაშავებულებს სერიოზული დაზიანებები აღენიშნებათ, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-მუხლის დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ჯარიმას, შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე ვადით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0