სოფიო შაფათავამ ყაზახეთში ტურნირი მოიგო

© photo : Sofia Shapatava / FB ქაენია პალკინა, სოფია შაფათავა
ქაენია პალკინა, სოფია შაფათავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე სეზონში ქართველმა ჩოგბურთელმა წყვილთა თანრიგში მეხუთე ტურნირი მოიგო.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა სოფიო შაფათავამ ITF სერიის ტურნირზე წყვილებს შორის გაიმარჯვა. ტურნირი ყაზახეთის ქალაქ ალმათში გაიმართა.

სოფია შაფათავა - Sputnik საქართველო
ქართველი ჩოგბურთელი ქალი პორტუგალიის ტურნირის გამარჯვებულია

ფინალში სოფიო შაფათავა/ქსენია პალკინას (ყირგიზეთი) დუეტმა ალინა სილიჩი (რუსეთი)/თამარ ჩუროვიჩის (სერბეთი) წყვილი ორ სეტში დაამარცხა – 6:4, 7:6. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 25 ათასი აშშ დოლარია.

აღსანიშნავია, რომ 30 წლის შაფათავასთვის ალმათში წარმატება მის კარიერაში წყვილთა თანრიგში 30-ე გამარჯვებაა, აქედან ოთხი მან პალკინასთან დუეტში მოიგო.

მიმდინარე სეზონზე ქართველმა ჩოგბურთელმა წყვილთა თანრიგში მეხუთე ტურნირი მოიგო. ალმათში გამარჯვებამდე შაფათავამ სამჯერ იზეიმა წარმატება პორტუგალიის ქალაქ ობიდოსში და ერთხელ ესპანეთის ქალაქ სანტა-მარგარიტა დე მონბუიში.

აღნიშნულ მომენტში შაფათავა WTA-ს რეიტინგში წყვილთა თანრიგში 171-ე ადგილზეა.

ყველა ახალი ამბავი
0