ქართველი ჩოგბურთელი ქალი პორტუგალიის ტურნირის გამარჯვებულია

© photo: Sofia Shapatava / FBსოფია შაფათავა
სოფია შაფათავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ-ბრიტანულმა დუეტმა ტურნირზე არცერთი სეტი არ წააგო

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი სოფია შაფათავა (WTA-ს რეიტინგით 416-ე ნომერი) ITF სერიის ტურნირზე წყვილებს შორის გამარჯვებული გახდა. ტურნირი პორტუგალიის ქალაქ ობიდოსში გაიმართა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველმა ჩოგბურთელმა რომის „მასტერსზე“ პირველი მატჩი მოიგო

ფინალში შაფათავა - უებლი-სმიტის (დიდი ბრიტანეთი, 524) დუეტმა იტალიურ-კოლუმბიურ წყვილს - მარტინა კოლმენია/მარია გონსალესი ორ სეტში მოუგო (6:3, 6:0).

აღსანიშნავია, რომ ობიდოსში ქართულ-ბრიტანული დუეტი მეორე ნომრად იყო განთესილი და მას ტურნირზე არცერთი სეტი არ წაუგია.

ტურნირის საპრიზო ფონდი 25 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.

ყველა ახალი ამბავი
0