თბილისის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლის საფასურს აუნაზღაურებს

© photo: Sputnik / Aleksey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშისტუდენტები ლექციაზე
სტუდენტები ლექციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტუდენტებს დოკუმენტების წარდგენა მერიაში ორი თვის განმავლობაში შეუძლიათ

თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. თბილისის მერიამ 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო. ამის შესახებ საუბარია დედაქალაქის მერიის ვებგვერდზე.

ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები: რამდენ აბიტურიენტს შეეცვალა შეფასება

სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 70 000 ან ნაკლებია და სწავლობენ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი: უცხოეთში სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტების ერთიანი ბაზა შეიქმნება

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანასება გაიცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ, თითოეული სტუდენტის აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით, სასწავლო გრანტის ფარგლებში.

51-70 ქულის შემთხვევაში დაფინანსების ოდენობა იქნება 50%, 71-90 ქულის შემთხვევაში - 70 %, ხოლო 91-100 ქულის მქონე სტუდენტები მიიღებენ სრულ, 100 %-იან დაფინანსებას.

დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ასლი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან; ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით; უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა; უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); სამოტივაციო წერილი.

რაც შეეხება I სემესტრის სტუდენტებს, სხვა დოკუმენტებთან ერთად, მათ უნდა წარმოადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა.

უცხოელი არქიტექტორები და მენეჯერები ქართველ სტუდენტებს მასტერ-კლასს ჩაუტარებენ >>

განცხადებების მიღება გაგრძელდება მიმდინარე წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. დოკუმენტაცია და განცხადება უნდა წარადგინოს პირადად სტუდენტმა.

„სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში 2015-2017 წლებში დედაქალაქის მერიამ დააფინანსა 6,5 ათასამდე სოციალურად დაუცველი სტუდენტის სწავლა. 2018 წელს ბიუჯეტი 200 ათასი ლარით გაიზარდა და 1,2 მილიონი ლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0