17:42 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (199)
79 0 0

დედაქალაქის მერიის პროექტის უმთავრესი მიზანი ახალგაზრდა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაა.

თბილისი - 10 ივლისი - Sputnik. უცხოელი პროფესორები და ექსპერტები ქართველი ახალგაზრდებისთვის მასტერ-კლასებსა და ვორქშოფებს ჩაატარებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოთხშაბათს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისში ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასი გაიმართება >>

პროექტს დედაქალაქის მერია ქართულ უნივერსიტეტებთან ერთად ახორციელებს. სულ მასტერ-კლასებსა და ვორქშოფებში მონაწილეობას მიიღებს ათასამდე ქართველი სტუდენტი.

„პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა რვა უცხოელი ექსპერტის ვიზიტი თბილისში, რომლებიც ჩაატარებენ მასტერ-კლასებსა და ვორქშოფებს არქიტექტურის, ურბანული განვითარების, კულტურის, მენეჯმენტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ხელოვნების მიმართულებით“, – აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სფეროები ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის, თუმცა საქართველოში მაღალი კლასის სპეციალისტების ნაკლებობაა.

სპეციალისტები თბილისს ეწვევიან საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან და ლატვიიდან. გარდა ლექცია-სემინარებისა, უცხოელი ექსპერტების შეხვედრები გაიმართება მერიის შესაბამის საქალაქო სამსახურებთანაც.

თემები:
განათლება საქართველოში (199)

მთავარი თემები