უსაფრთხოება მშენებლობებზე - ძალაში ახალი წესები შევიდა

© Sputnik / Alexander Imedashviliახალი სავაჭრო ობიექტის მშენებლობა
ახალი სავაჭრო ობიექტის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა ორგანიზაციას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნა მოუწევს

თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიზნით ამიერიდან ყველა დამსაქმებელი ვალდებულია დანიშნოს ან დაიქირავოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი - 1 სექტემბრიდან კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ყველა სექტორსა და ორგანიზაციაზე.

ყველა ორგანიზაციამ უნდა დანიშნოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი - თუ კომპანიაში 20-მდე ადამიანია დასაქმებული, უსაფრთხოების სპეციალისტი შეიძლება იყოს კომპანიის დირექტორი, მაგრამ ამისათვის მას აკრედიტებული პროგრამის გავლა მოუწევს.

მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
მშენებლობებზე შრომის უსაფრთხოება ნორმებს კვლავ არ შეესაბამება

თუ დასაქმებულთა რაოდენობა 20-დან 100-მდეა, დამსაქმებელი ვალდებულია მინიმუმ ერთი უსაფრთხოების სპეციალისტი დანიშნოს. ასი და მეტი დამსაქმებლის შემთხვევაში კომპანიაში უნდა შეიქმნას შრომის უსაფრთხოების შესაბამისი სამსახური (მინიმუმ ორკაციანი).

1 სექტემბრიდან, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიხედვით, შრომის ინსპექციის მანდატი ფართოვდება - ინსპექტორები დღისა და ღამის ნებისმიერ დროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე ყველა კომპანიის შემოწმებას შეძლებენ.

ამასთან, დასაქმებულს აქვს უფლება მოითხოვოს კომპენსაცია ზარალისთვის, რომელიც პროფესიული დაავადებით არის გამოწვეული.

რატომ იხოცებიან მაღაროელები საქართველოში და ვინ დაიცავს მათ უფლებებს? >>

შრომის უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფა - საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დაცვის სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით, 2019 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა კანონს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ უფრო მაღალი სტატუსი - ორგანული კანონის სტატუსი მიანიჭა.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მონაცემებით, 2018 წელს სამუშაო ადგილებზე 39 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მძიმე დაზიანებები 37-მა ადამიანმა მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0