ძველ თბილისში ღია ცის ქვეშ ახალი ფესტივალი გაიხსნება

© photo: Sputnikორბელიანის მოედანი რეკონსტრუქციის შემდეგ
ორბელიანის მოედანი რეკონსტრუქციის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის სტუმრები იქნებიან ცნობილი პიანისტი ბორის ბერეზოვსკი და თანამედროვეობის ერთ-ერთი ბრწყინვალე სოპრანო ნინა ადლონი

თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. მსოფლიო კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები შეიკრიბნენ საქართველოს დედაქალაქში, სადაც 1 სექტემბერს საფორტეპიანო მუსიკის თბილისის პირველი საერთაშორისო ფესტივალი (Tbilisi Piano Fest) იხსნება.

ბოროტმოქმედი – ფილმი - Sputnik საქართველო
ქართული ფილმი–ნუარის პრემიერა ვენეციის ფესტივალზე გაიმართება

მუსიკალური ფესტივალის გახსნა გრიგოლ ორბელიანის განახლებულ მოედანზე 16:00 საათზე გაიმართება. კონცერტი ცნობილი ესტონელ-ამერიკელი დირიჟორის, კრისტიან იარვის (KRISTJAN JÄRVI) დირიჟორობით გაიმართება.

საღამოს სოლისტი საერთაშორისო პრემიების ლაურეატი, ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი იქნება. თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სომფონიეტასთან“ ერთად დუდანა იოჰან სებასტიან ბახის, გია ყანჩელის და კრისტიან იარვის ნაწარმოებებს შეასრულებს.

კონცერტში ასევე მონაწილეობას ესტონელი დიჯეი სანდლერ მოლდერი მიიღებს.

შემდეგ ფესტივალი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში 20:00 საათზე გაგრძელდება. იქ ცნობილი ნიუ-იორკელი პიანისტი ჯეფრი სვონი ქართველ მსმენელს რიჰარდ ვაგნერის მუსიკას აზიარებს.

ბათუმში მუსიკისა და ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალი იხსნება >>

ფესტივალის მომდევნო დღეებში, რომელიც 7 სექტემბრამდე გასტანს, წარდგებიან მსოფლიოში ცნობილი პიანისტები: მასიმილიანო ფერატი და გაბრიელე ლეპორატი (იტალია), მარინა ფილჯაკი (ხორვატია), ალექსეი ვოლოდინი (რუსეთი), ედიშერ სავიცკი (საქართველო), ჯეფრი სვონი (აშშ), გესა ლეკერი (გერმანია), სანდლერ მელდერი (სეტონეთი), ასევე თავად ფესტივალის დამაარსებელი დუდანა მასმანიშვილი.

ბათუმის თეატრი - Sputnik საქართველო
გრანდიოზული პროექტი: ბათუმი თეატრალურ ფესტივალს უმასპინლებს

გარდა ამისა, წარდგებიან ცნობილი რუსი პიანისტი ბორის ბერეზოვსკი და თანამედროვეობის ერთ-ერთი ბრწყინვალე სოპრანო, ავსტრიელი მომღერალი ნინა ადლონი.

ახალი ფესტივალის ორგანიზატორია პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი. დეტალური პროგრამა იხილეთ აქ.

დუდანა დაიბადა თბილისში. სამი წლის დუდანას ფორტეპიანოს პირველი გაკვეთილები დედამ, თამარ აფაქიძემ ჩაუტარა. რვა წლის გოგონა კი უკვე საქართველოს სახელმწიფო ორკესტრთან ერთად უკრავდა. 1998 წელს ელისო ვირსალაძემ დუდანა სასწავლებლად მიუნხენში მიიწვია. 2005 წელს მან სწავლა ნიუ-იორკში ჯერომ როუზთან გააგრძელა.

მაზმანიშვილი მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. პიანისტის წარმატებული საკონკურსო გამოსვლების ნუსხა საკმაოდ ვრცელია: ნიკოლაი რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გრან-პრი პარიზში, ვაშინგტონის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის მთავარი პრიზი; ფერუჩო ბუზონის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი მილანში; აუგუსტ ევერდინგის სახელობის პრიზი მიუნხენში, ნადია რაიზენბერგის პრემია ნიუ-იორკში...

2018 წელს დუდანამ ფირფიტა გამოუშვა, რომელშიც შუმანის მუსიკაზე შექმნილი კომპოზიციებია შესული.

ყველა ახალი ამბავი
0