ქართული ფილმი–ნუარის პრემიერა ვენეციის ფესტივალზე გაიმართება

© photo: courtesy of Cineuropa"ბოროტმოქმედი" – ფილმი
ბოროტმოქმედი – ფილმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დრამა მოგვითხრობს უბრალო ინჟინრის ისტორიას, რომელიც შემთხვევით მკვლელობის მოწმე გახდა.

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ქსელში ქართველი რეჟისორის დიმიტრი მამულიას ფილმის „ბოროტმოქმედის“ (The Criminal Man) ოფიციალური ტრეილერი გამოჩნდა, რომლის მსოფლიო პრემიერა 4 სექტემბერს ვენეციის 76-ე საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართება.

უძველესი საერთაშორისო კინოფესტივალი Venice Film festival წელს 28 აგვისტოდან 7 სექტემბერის ჩათვლით ჩატარდება.

მამულიას ახალი ფილმი წარმოდგენილი იქნება საკონკურსო პროგრამა „ჰორიზონტების“ ფარგლებში. ამ პროგრამაში პრიზის პრეტენდენტია კიდევ 18 სურათი.

კადრი ფილმიდან Then We Danced - Sputnik საქართველო
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ შესაძლოა „ოსკარზე“ მოხვდეს

ფილმი „ბოროტმოქმედი“ საქართველოსა და რუსეთის კოპროდუქციაა. ნუარის (ე.წ. შავი ფილმი) ჟანრის დრამა მოგვითხრობს 25 წლის ინჟინრის გიორგი მესხის ისტორიას, რომელიც ცნობილი ფეხბურთელის, მეკარის კონსტანტინე გელოვანის მკვლელობის შემთხვევითი მოწმე ხდება. ეს მოვლენა მამაკაცის ცხოვრებას ყირაზე აყენებს: გიორგი იწყება მოკლულის ახალგაზრდა და ლამაზი ქვრივის თვალთვალს და რატომღაც პისტოლეტსაც ყიდულობს.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი პეტრიაშვილი, ნატალია ჯუღელი, მადონა ჩაჩხიანი, ნუკრი რევიშვილი, ანა თალაკვაძე და სხვები. ფილმის საუნდრეკის ავტორები არიან ნიკა კოჩაროვი და სოფი ვილი.

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი 1932 წელს დაარსდა და ის ყოველწლიურად აგვისტოს ბოლოს იტალიის კუნძულ ლიდოზე იმართება. 76-ე ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე სამხრეთამერიკელი რეჟისორი ლუკრეცია მარტელი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0