თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. შსს-მ იანვარ-ივლისში 38,8 ათასი დანაშაული დააფიქსირა, საიდანაც მესამედზე მეტი ქურდობაა, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
რუსთავში ქურდობის ექვს ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს >>
ამგვარად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დანაშაულის რაოდენობა 17,2%-ით გაიზარდა. გახსნილი დანაშაულის პროცენტი 32,3-ს შეადგენს, ხოლო 2018 წელს - 36,7 იყო.
პირველ ადგილზეა ქურდობები - 12,5 ათასი (+22,1%), საიდანაც დაახლოებით 1,4 ათასი საცხოვრებელში შეღწევით არის ჩადენილი. გახსნილია ქურდობების მეხუთედი.
მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. ამჯერად სამინისტრომ 3 244 შემთხვევა დაარეგისტრირა (+10,38%). საქმეების ნახევარზე მეტი გახსნილია.
მესამე ადგილზეა ნარკოდანაშაული. შვიდ თვეში დაფიქსირდა 3 197 ნარკოდანაშაული (+26,2%). გახსნილია საქმეების ორი მესამედი.
სტატისტიკა ასევე აჩვენებს მუქარის შემთხვევების ზრდას 40,1%-ით. შსს-მ დაარეგისტრირა 1,4 ათასზე მეტი ფაქტი, საიდანაც ნახევარზე მეტი გახსნა.
რამდენი ნარკოტიკი ამოიღეს წლის დასაწყისიდან საქართველოში >>
რაც შეეხება საქართველოს მთავარ მიღწევას - წარმატებულ ბრძოლას მექრთამეობასთან, წლის დასაწყისიდან დაფიქსირდა დანაშაულის ზრდა. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქრთამის აღების 45 შემთხვევა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9 ერთეულით მეტია.