ავტოავარია იყალთოში – არიან დაშავებულები

© Sputnik / Alexander ImedashviliБригада Скорой медицинской помощи на выезде по вызову
Бригада Скорой медицинской помощи на выезде по вызову - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
შემზარავი ავარია ცენტრალურ ავტომაგისტრალზე - ერთი დაღუპული და სამი დაშავებული

შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ მსუბუქად დაშავებულ მამაკაცს ადგილზე აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება, ხოლო 19 წლის ახალგაზრდა სხვადასხვა დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0