თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე სოფელ გომთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, „ნისანის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
შემთხვევის შედეგად შუახნის ქალი დაიღუპა, დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის – ორი მოზარდი.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.