შვეიცარია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანს

CC0 / Pixabay / ლუცერნი, შვეიცარია
ლუცერნი, შვეიცარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეყვანით აღნიშნული ქვეყნები აღიარებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ემუქრებათ დევნა რელიგიური, ეროვნული, სოციალური, პოლიტიკური თუ რასობრივი კუთვნილებით.

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. შვეიცარია 1 ოქტომბრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანს, იუწყება საზოგდოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

განცხადების მიხედვით, უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შემდეგ თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება გონივრული იქნება.

ლიუბლიანა. სლოვენიის დედაქალაქი - Sputnik საქართველო
სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამა თუ იმ ქვეყნის უსაფრთხოდ აღიარების მთავარი კრიტერიუმებია ადამიანის უფლებების პატივისცემა, პოლიტიკური სტაბილურობა, ჯანდაცვის სისტემა, ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და გაეროს შეფასებები.

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განცხადებით, 2017 წლის შემოდგომიდან შვეიცარიასა და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა.

საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარეს კვიპროსმა, ბულგარეთმა, საფრანგეთმა, ლიხტენშტეინმა, ავსტრიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, ისლანდიამ, ლუქსემბურგმა, ირლანდიამ, ესტონეთმა, ჩეხეთმა, სლოვენიამ  და დანიამ. ამ ქვეყნების რიცხვში ასევე შედის ისრაელი. მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად გერმანიაც ემზადება.

კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა>>

უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეყვანით აღნიშნული ქვეყნები აღიარებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ემუქრებათ დევნა რელიგიური, ეროვნული, სოციალური, პოლიტიკური თუ რასობრივი კუთვნილებით. შესაბამისად, ხელშესახები მიზეზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ აძლევენ.

ყველა ახალი ამბავი
0