სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშილიუბლიანა. სლოვენიის დედაქალაქი
ლიუბლიანა. სლოვენიის დედაქალაქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სლოვენიაში საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განხილვა დაჩქარებული წესით მოხდება.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეიტანა, იუწყება პირველი არხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

სლოვენია - რიგით მე-14 ევროპული ქვეყანაა, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. უსაფრთხო ქვეყნების ოფიციალური სია ევროკავშირის მხოლოდ 20 წევრ ქვეყანას გააჩნია.

ადრე კი საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარეს კვიპროსმა, ბულგარეთმა, საფრანგეთმა, ლიხტენშტეინმა, ავსტრიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, ისლანდიამ, ლუქსემბურგმა, ირლანდიამ, ესტონეთმა, ჩეხეთმა და დანიამ. ამ ქვეყნების რიცხვში ასევე შედის ისრაელი. მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად გერმანიაც ემზადება.

საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
რატომ ხდება ისრაელიდან ქართველების დეპორტაცია - საგარეო უწყების განმარტება

„სლოვენიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული სტანდარტებით, ისევე, როგორც ზოგადი პოლიტიკური გარემოსა და უსაფრთხოების გათვალისწინებით მიიჩნევა ქვეყანად, სადაც ადგილი არ აქვს მოქალაქეების შევიწროებას და ადამიანები დაცული არიან ყველა სახის შესაძლო დევნისაგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამ ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განხილვა დაჩქარებული წესით მოხდება.

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტების განხორციელების უფლება აქვთ. ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაო და სასწავლო მიზნით გამგზავრებისათვის ისევ საჭიროა ვიზის აღება.

ზურაბიშვილმა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მექანიზმებზე ისაუბრა >>

უვიზო რეჟიმის უსიამოვნო შედეგი გახდა ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა და ისლანდიამ და საქართველოს ხელისუფლებას ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.

საქართველოს ხელისუფლებამ არალეგალური მიგრაციის აღკვეთის მიზნით გარკვეული ზომები უკვე მიიღო. უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.

გარდა ამისა, პარლამენტი მუშაობს იმაზე, რომ სხვა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების უკანონო ყოფნის ხელშეწყობა ფინანსური ან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდეს.

ყველა ახალი ამბავი
0