რატომ ხდება ისრაელიდან ქართველების დეპორტაცია - საგარეო უწყების განმარტება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისრაელის სამსახურები აძევებენ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ქვეყნის მიგრაციული კანონმდებლობა დაარღვიეს

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაარკვია, რატომ გადაიყვანეს საქართველოს მოქალაქეები ისრაელის მიგრაციული სამსახურის სადეპორტაციო ცენტრში.

დეპორტაცია! საფრანგეთის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს >>

უწყების ინფორმაციით, ამჟამად სადეპორტაციო ცენტრში იმყოფება 29 საქართველოს მოქალაქე, 12-სთვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურმა ბილეთები უკვე შეიძინა, დანარჩენისთვის ბილეთების შეძენა კი ეტაპობრივად მოხდება, აღნიშნეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„გაირკვა საქართველოს მოქალაქეთა სადეპორტაციო ცენტრში გადაყვანის მიზეზები: ქვეყანაში ყოფნის დარღვეული ვადები, ყალბი დოკუმენტების გამოყენება, ისრაელში უკანონოდ შესვლის ფაქტები“, - ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა დეპორტაციაც იგეგმება, ისრაელში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა.

თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დარღვევა: გერმანიიდან საქართველოს 51 მოქალაქეა დეპორტირებული

„სადეპორტაციო ცენტრში საქართველოს მოქალაქეებს მისცემენ სპეციალურ სატელეფონო ბარათებს, რომ შეძლონ ოჯახის წევრებთან დაკავშირება“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

ოთხშაბათს ქართულმა ტელეკომპანია Rutavi2-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ისრაელის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად საქართველოს მოქალაქეების დასაკავებლად მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. ტელეარხის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ ისრაელის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება, ციხეებში გადაჰყავთ. მოგვიანებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელში ქართველების მასობრივი დაკავებების შესახებ ინფორმაცია უარჰყო.

ბრძოლა არალეგალურ მიგრაციასთან

2017 წლის თებერვალში ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რითაც აღიარა, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ემუქრება დევნის საფრთხე რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, სოციალური კუთვნილებისა თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო. შესაბამისად, რეალური მიზეზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ აძლევენ.

საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ისრაელში გასამგზავრებლად საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ უცხოური პასპორტები, სასტუმროს ჯავშანი ან ნათესავების მისამართი, სადაც ისინი აპირებენ ცხოვრებას, დაზღვევა, ცხოვრებისთვის აუცილებელი თანხა და ბილეთი ორივე მიმართულებით.

ბუნდესტაგი - Sputnik საქართველო
საქართველოს რამდენი მოქალაქე გამოაძევეს გერმანიიდან

საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ზომები მიიღო იმისათვის, რომ არ დაუშვას არალეგალური მიგრაცია ევროკავშირის ქვეყნებში. გამკაცრებულია კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართ. ამიერიდან ყველა ხარჯი, დაკავშირებული ადამიანის რეადმისიასთან, მას თავად დაეკისრება. გარდა ამისა, გამკაცრდა გვარის შეცვლის პროცედურა.

პარლამენტი მუშაობს ასევე იმაზე, რომ სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახადოს უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეთა უკანონო ყოფნის ხელშეწყობა ფინანსური თუ სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით.

ყველა ახალი ამბავი
0