საქართველოს ფეხბურთის ნაკრებში ორი დებიუტანტი გამოიძახეს

© Sputnik / STRINGERსაქართველოს ნაკრები დანიის წინააღმდეგ
საქართველოს ნაკრები დანიის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხრეთ კორეის ნაკრებთან ქართველები სტამბულში ითამაშებენ, ხოლო დანიასთან – თბილისში.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა იმ ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა, რომლებიც სამხრეთ კორეის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში და ევრო-2020-ის შესარჩევ მატჩში დანიის წინააღმდეგ ითამაშებენ, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) განცხადებაში.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ცნობილ ვიდეოთამაშში იქნება>>

მოთამაშეების გაფართოებულ სიაში ორი დებიუტანტი მოხვდა – ლევან შენგელია თბილისის „დინამოდან" და ზურიკო დავითაშვილი ყაზანის „რუბინიდან". ორივე ფეხბურთელი შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. სლოვაკმა სპეციალისტმა სულ 27 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

  • მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი).
  • მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი).
  • ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (დინამო, თბილისი).
  • თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ).

გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა მხოლოდ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ ითამაშებს. მას ყვითელი ბარათები დაუგროვდა და დისკვალიფიკაციის გამო დანიის წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში პოზიცია შეინარჩუნა>>

ამხანაგური მატჩი სამხრეთ კორეის ნაკრების წინააღმდეგ სტამბულში 5 სექტემბერს გაიმართება, 8 სექტემბერს კი ქართველები ევრო-2020-ის შესარჩევი ციკლის ფარგლებში თბილისში დანიას შეხვდებიან.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ოთხი ჩატარებული მატჩის შემდეგ საქართველოს სამი ქულა აქვს და D ჯგუფში მეოთხე ადგილი უკავია.

ყველა ახალი ამბავი
0