საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ცნობილ ვიდეოთამაშში იქნება

გამოწერა
საფეხბურთო ვიდეოთამაშების სერია PES (Pro Evolution Soccer), რომელიც შექმნილი და გამოცემულია იაპონური კომპანია Konami-ს მიერ, International Superstar Soccer-ის სერიის სპინოფს წარმოადგენს.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს საფეხბურთო ვიდეოთამაშში PES 2020-ში ვიხილავთ, ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

მორაგბეების ვარჯიში - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრები თურქეთში წვრთნების შემდეგ თბილისში დაბრუნდა

„მოხარულები ვართ, გამცნოთ Konami-სთან ახალი შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კომპანიის უახლეს საფეხბურთო ვიდეოთამაშ PES 2020-ში ვიხილავთ“, – წერია ინფორმაციაში, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურ გვერდზე განათავსა.

საფეხბურთო ვიდეოთამაშების სერია PES (Pro Evolution Soccer), რომელიც შექმნილი და გამოცემულია იაპონური კომპანია Konami-ს მიერ, International Superstar Soccer-ის სერიის სპინოფს წარმოადგენს.

2011 წლის დეკემბრიდან მოყოლებული გამოვიდა 19 ენაზე და ხელმისაწვდომია 62 ქვეყანაში. 2012 წლის დეკემბრის მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით სერიის 81,65 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, რითიც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფრენჩაიზად იქცა.

ყველა ახალი ამბავი
0