თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ყველაზე მეტი მანქანა ირიცხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბალანსზე - 104 ერთეული, ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ინფორმაციაში შვიდი უწყების მონაცემებია ასახული. ექვს სამინისტროს მათ ბალანსზე რიცხული მანქანების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ წარმოუდგენია. ეს არის ფინანსთა, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერილობითი ფორმით მიმართავს ყველა სამინისტროს შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენის თხოვნით. როგორც კი სამინისტროები წარმოადგენენ თავის მონაცემებს, ისინი სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგის ვებგვერდზე აისახება.
ავტომანქანების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს შვიდ უწყებას ემსახურება
უწყება | ავტომობილების რაოდენობა |
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
|
104 |
საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები
|
88 |
იუსტიციის სამინისტრო
|
87 |
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
|
55 |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
|
49 |
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
|
9 |
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი | 9 |
საქართველოში სულ 11 სამინისტროა.