რა ბედი ელის უშგულის კოშკებს: რეაბილიტაციის ხარისხს სპეციალური კომისია შეისწავლის

© photo: courtesy of Teona Gogniashviliუშგული
უშგული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზვავამრიდები, კოშკები და მაჩუბები - ეს იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის უშგულის თემის მოსახლეობასთან შეხვედრის მთავარი თემა

თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემის მოსახლეობას ისტორიული კოშკების რეაბილიტაციის საკითხზე რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საპროტესტო აქცია სვანეთში - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია სვანეთში: 12 სოფლის მცხოვრებლებმა მესტია-უშგულის გზა გადაკეტეს

უშგულში ადგილობრივმა მოსახლეობამ ისტორიული კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით 12 აგვისტოს საპროტესტო აქცია გამართა და გზა გადაკეტა. მოსახლეობა ხელისუფლებისაგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას და სხვა პრობლემების მოგვარებას ითხოვდა. მათი სიტყვებით, სვანეთის კოშკების 90% ვერ გაუძლებს მომავალ ზამთარს, რაც რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე იმოქმედებს.

ალექსანდრე მოწერელია უშგულის მოსახლეობას დღევანდელ შეხვედრაზე კოშკების რეაბილიტაციის ხარისხის შესწავლის მიზნით სპეციალური კომისიის შექმნას დაპირდა.

ისტორიული კოშკებისა და მუჩუბების რეაბილიტაციის გარდა, ადგილობრივები იმ პრობლემების მოგვარებასაც მოითხოვენ, რომელიც რამდენიმე წელია მათ საფრთხეს უქმნის. კერძოდ, მათი განცხადებით, ტერიტორია ზვავსაშიში ზონაა და აუცილებელია ზვავამრიდების დამონტაჟება.

„იმედია, სახელმწიფო გულთან ახლოს მიიტანს ჩვენი თემის პრობლემებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ მოსახლეობა დარჩეს ადგილზე. მთავარი პრობლემა ზვავამრიდი, კოშკები და მაჩუბებია. მურყმელში სულ შვიდი ოჯახი დარჩა და აუცილებელია მათი პრობლემების მოგვარება“, – განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ბექა ღვაჩლიანმა.

უშგული - Sputnik საქართველო
სვანური კოშკები ინგრევა – ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით კი, უშგულში კოშკების რეაბილიტაციის შემდგომი მდგომარეობის შესახებ სპეციალურ დასკვნას თბილისში დაბრუნების შემდეგ მოამზადებენ.

13 აგვისტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ სააგენტო არ ეთანხმება  მესტიის რაიონის უშგულის თემის მოსახლეობის პროტესტს სარეაბილიტაციო ძეგლების უყურადღებობასთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, სახელმწიფოს მიერ სვანეთის არქიტექტურული ნაგებობების მოვლა-პატრონობა კულტურული ძეგლების სარეაბილიტაციო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი  პრიორიტეტია.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, 2020 წლისთვის  მომზადდება  სარეაბილიტაციო-საპროექტო დოკუმენტაცია, რაც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების 33 კოშკთან და მაჩუბთან ერთად,  ორი ეკლესიის (უშგულის ლამარიას ეკლესიისა და წმ. კვირიკეს სახელობის ეკლესია) რესტავრაციას ითვალისწინებს.

გასაოცარი სვანური კოშკები - Sputnik საქართველო
უნიკალური სვანური კოშკები: საქართველოს ღირსშესანიშნაობები

არსებული მონაცემებით, სვანეთში იდენტიფიცირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს. XIX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, როდესაც სვანურმა კოშკებმა თავისი თავდაცვითი ფუნქცია დაკარგეს, დაიწყო მათი ნელ-ნელა ნგრევა და რაოდენობრივი კლება. გასაბჭოების შემდეგ ტრადიციული ცხოვრების წესის შეცვლამ, კოშკები და საცხოვრებელი სახლი-მაჩუბის ფუნქციები მნიშვნელოვნად დააკნინა და მათი იერსახეც მნიშვნელოვნად შეცვალა. ზემო სვანეთში რამდენიმე ასეული კოშკი აღირიცხება, რომელთა უმეტესობა აღდგენილია და დანგრევა არ ემუქრება.

ბოლო ინციდენტი სვანეთში ივლისის ბოლოს მოხდა. უშგულის თემის სოფელ მურყმელში კოშკი ჩამოინგრა.

ყველა ახალი ამბავი
0