საპროტესტო აქცია სვანეთში: 12 სოფლის მცხოვრებლებმა მესტია-უშგულის გზა გადაკეტეს

© photo: Mariam Bakacho Khatchvani / FBსაპროტესტო აქცია სვანეთში
საპროტესტო აქცია სვანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეების განცხადებით, გზას მანამ არ გახსნიან, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეხვდებიან

თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. მესტიის რაიონის მულახის თემის 12 სოფლის მოსახლეობამ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების თხოვნით მესტია-უშგულის გზა გადაკეტა, იუწყება ქართული მედია.

აქციის გამო ათეულობით ტურისტი და მგზავრი გზაში რჩებოდა.

აქციის მონაწილეების თქმით, არ არსებობს საავტომობილო გზა, ავარიულია ელექტროგადამცემი ხაზები, არ არსებობს თემის განვითარების გენერალური გეგმა.

მოსახლეობა აცხადებდა, რომ გზას მანამ არ გახსნიდნენ, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეხვდებიან, თუმცა აქციის მონაწილეებს რეგიონის პირველი პირები, რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეები, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი შეხვდნენ. გუბერნატორის თხოვნით გზა გაიხსნა, თუმცა საღამოსთვის დაინიშნა შეხვედრა, რომელზეც ჟორჟოლიანი და მოწერელია მოსახლეობასთან პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.

ყველა ახალი ამბავი
0