პატიმრები მარიამობაზე ახლობლებისგან ამანათებს მიიღებენ

© photo: Sputnik / Ivan Rudnev / გადასვლა მედიაბანკშიციხის პერიმეტრი
ციხის პერიმეტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარიამობასთან დაკავშირებით მსჯავრდებულების ახლობლები მათ საკვებს, ტანსაცმელს და პირადი ჰიგიენის საგნებს გადასცემენ

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ყველა ბრალდებული და მსჯავრდებული 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე ამანათების მიღებას შეძლებს, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტრომ 190 ადამიანი გაათავისუფლა >>

მარიამობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც წმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწად მიიჩნევა. ეს დღე უქმეა და ამ დღეს სრულდება მარიამობის მარხვა.

საქართველოში მშენებარე ციხეები გუანტანამოს პატიმრებისთვის არ არის განკუთვნილი

პენიტენციური დაწესებულებები პატიმრებისთვის განკუთვნილ ამანათებს 26 და 27 აგვისტოს 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ.

პატიმრობის კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულს ამანათი მხოლოდ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება გადაეცეს. ამანათში შეიძლება იყოს პირადი ჰიგიენის საჭირო ნივთები, ტანსაცმელი, საკვები. ამანათის მიღება მსჯავრდებულისთვის წახალისების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0