ბათუმში 20 წლის მამაკაცმა მანქანის გაქურდვა სცადა

© Sputnik / STRINGERპოლიცია ბათუმში
პოლიცია ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანაშაული სამიდან ხუთ  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. ბათუმში 20 წლის მამაკაცი ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

iTechnics-ის მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს >>

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სამიდან ხუთ  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0