გაიაფდება თუ არა საქართველო–ბელარუსის ავიაბილეთები

© courtesy of Myway AirlinesMyWay Airlines-ის თვითმფრინავი
MyWay Airlines-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლა ბელარუსის ხელისუფლებისგან მინსკში ფრენის ნებართვას ქართული ავიაკომპანია MyWay Airlines ელოდება.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ბელარუსიდან საქართველოში ფრენა შესაძლოა გაიაფდეს, განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელარუსში ვალერი კვარაცხელიამ, იუწყება „Sputnik-ბელარუსი".

ფრენის ფასი

„რაც შეეხება ფრენებს, დიახ, ის ძვირი ჯდება, და მრავალი ნიუანსია, რის გამოც ფასი მაღალია. პრობლემები არსებობს საქართველოს მხრიდანაც, ბელარუსის მხრიდანაც. ხშირად მიწევს შეხვედრა „ბელავიას" ხელმძღვანელობასთან და ისინი გაგებით ეკიდებიან საკითხს", – აღნიშნა ვალერი კვარაცხელიამ.

მისი თქმით, ახლა ქართულმა მხარემ აქტიური მუშაობა დაიწყო ყველა მოსაკრებლის გაიაფებაზე, რაც მომავალში ბილეთებზე აისახება.

„წლის ბოლომდე ეს სამუშაო შეიძლება დასრულდეს და ტურისტები კარგ ბილეთებს მიიღებენ, კარგ ფასად", – განაცხადა დიპლომატმა.

ვინაიდან ზაფხულში თვითმფრინავის ბილეთის შეძენა რთულია, ელჩი ავიამიმოსვლის სიხშირის გაზრდის წინადადებითაც გამოვიდა.

ეკონომიკის სამინისტრო: სტიმულირების პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერ ავიაკომპანიას შეუძლია>>

„არის ლაპარაკი იმაზეც, რომ დაემატოს რეისები, რადგან ამ დროს შეუძლებელია ერთი ბილეთის შოვნაც კი", – აღნიშნა საქართველოს ელჩმა.

„ბელავიამ" იცის?

ავიაკომპანია „ბელავიაში", რომელსაც მინსკიდან ორი მარშრუტით – თბილისსა და ბათუმში გადაჰყავს მგზავრები, რეისების დამატებაზე ამ მომენტისთვის არაფერი იციან, მაგრამ აღნიშნავენ, რომ თვითმფრინავები საშტატო რეჟიმით დაფრინავენ.

„თბილისში რეისებს ჩვენი ავიაკომპანია ყოველდღე ასრულებს, 15 სექტემბრამდე ჩვენი თვითმფრინავები ყოველდღე იფრენენ ბათუმშიც, შემდეგ სიხშირე შემცირდება კვირაში ოთხ დღემდე", – განაცხადა „ბელავიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ანასტასია ბაკინოვსკაიამ.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი ბელარუსში გაემგზავრა

რეისების სიხშირის გაზრდაზე საუბრისას საქართველოს ელჩს, შესაძლოა, მხედველობაში ჰქონდა ბელარუსის საჰაერო სივრცეში ქართული ავიაკომპანიის გამოჩენა. ივლისის ბოლოს ავიაკომპანია MyWay Airlines-მა იმედი გამოთქვა, რომ ზაფხულის ბოლომდე ბელარუსის ხელისუფლებისგან ნებართვას მიიღებდა და სექტემბრის ბოლოდან ფრენას დაიწყებდა.

„რამდენიმე კვირის წინ ჩავაბარეთ აუცილებელი დოკუმენტები ბელარუსის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში და, ვიმედოვნებ, სექტემბრის ბოლომდე მინსკში ფრენას დავიწყებთ. აქცენტს ვაკეთებთ არა მხოლოდ პირდაპირ ნაკადზე, არამედ მოსკოვიდან მინსკის გავლით სატრანზიტო რეისებზეც", – განუხადა „Sputnik-საქართველოს" ავიაკომპანიის კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა.

როგორც მან აღნიშნა, ბელარუსის ხელისუფლებას განაცხადის განსახილველად 45 დღე დასჭირდება. ქართული მხარე პასუხს აგვისტოს მიწურულს ელოდება.

მინსკის მიმართულებით ფრენის ოფიციალური ნებართვის მიღების შემდეგ MyWay Airlines ბელარუსულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებას დაიწყებს მოსკოვში რეისების შესრულებაზე, დასძინა აფციაურმა.

მინსკი და თბილისი განათლების სფეროში თანამშრომლობის ახალ დონეზე გადადიან>>

სხვათა შორის, ერთ-ერთმა ქართულმა ავიაკომპანიამ „საქართველოს ავიახაზებმა" უკვე შესთავაზა თავის მგზავრებს ერევნის გავლით მოსკოვში მგზავრობა – რეისები კვირაში ორჯერ სრულდება.

როგორც ცნობილია, თბილისში ივნისის თვეში განვითარებული მოვლენების შედეგად რუსეთის პრეზიდენტმა 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისები გააუქმა.

ყველა ახალი ამბავი
0