საქართველოს პრემიერი ბელარუსში გაემგზავრა

© photo: Mamuka Bakhtadze / FBმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მეთაური ბელარუსის პირველ პირებთან გამართავს შეხვედრებს.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პარასკევს ბელარუსში გაემგზავრა ოფიციალური ვიზიტით, იუწყება პირველი არხი მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერის შეხვედრა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან, პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასთან. მთავრობების მეთაურების შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება.

მიხეილ ბატიაშვილი და იგორ კარპენკო - Sputnik საქართველო
მინსკი და თბილისი განათლების სფეროში თანამშრომლობის ახალ დონეზე გადადიან

მოგვიანებით ბახტაძე მოლაპარაკებებს გამართავს ბელარუსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან ვლადიმირ ანდრეიჩენკოსთან.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს, არიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.

ბელარუსს ივნისის ბოლოს ვიზიტით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეწვია.

თბილისში გაიხსნა ბელარუსული პროდუქციის გამოფენა Made in Belarus - Sputnik საქართველო
Made in Belarus – თბილისში ბელარუსული პროდუქციის გამოფენა გაიხსნა

საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წელს დაამყარეს. ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. თბილისსა და მინსკს პირდაპირი ავიარეისები აკავშირებს. საქართველოს საელჩო მინსკში 2008 წლიდან ფუნქციონირებს. 2016 წელს თბილისში გაიხსნა ბელარუსის საელჩო. პირველი ელჩი მიხაილ მიატლიკოვი გახდა.

საქართველო და ბელარუსი სპორტის საკითხში ითანამშრომლებენ>>

ბელარუსულ პროდუქტზე საქართველოში დიდი მოთხოვნაა. საქართველოც ყოველწლიურად ზრდის საქონლის მიწოდებას ბელარუსში. 2018 წელს საქართველომ ბელარუსში ექსპორტზე გაიტანა 28 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი, ხოლო ბელარუსმა საქართველოში 58 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი შემოიტანა.

ყველა ახალი ამბავი
0