ბათუმში ბელარუსული ელექტროავტობუსები გამოჩნდება: პრემიერმა ქარხანა დაათვალიერა

© photo: Government of Georgia/ fbმამუკა ბახტაძე მინსკის საავტომობილო ქარხანაში
მამუკა ბახტაძე მინსკის საავტომობილო ქარხანაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელარუსული წარმოების პროდუქცია საქართველოში დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ამასთან, იზრდება საქართველოდან ბელარუსში ექსპორტირებული საქონლის რაოდენობაც.

თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. საქართველო ბელორუსული წარმოების რვა ელექტროავტობუსს შეიძენს, ნათქვამია ქვეყნის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

 Myway Airlines - Sputnik საქართველო
მოსკოვში მინსკის გავლით: ქართული ავიაკომპანია მგზავრებს ახალ ტრანზიტს სთავაზობს

საქართველოს პრემიერ−მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ბელარუსში, მინსკის საავტომობილო ქარხანა მოინახულა და ადგილზე წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა.

პრემიერის პრესსამსახურის განცხადებით, ბელარუსულმა ჰოლდინგმა Belkommunmash−მა ბათუმის ავტობუსების ტენდერში გაიმარჯვა, რის საფუძველზეც შეიძენს ქართული მხარე რვა ელექტროავტობუსს.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსული წარმოების პროდუქცია საქართველოში დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ამასთან, იზრდება საქართველოდან ბელარუსში ექსპორტირებული საქონლის რაოდენობაც. გასულ წელს  28 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, ხოლო ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 58 მლნ დოლარს გადააჭარბა.

ყველა ახალი ამბავი
0