მოსკოვში მინსკის გავლით: ქართული ავიაკომპანია მგზავრებს ახალ ტრანზიტს სთავაზობს

© courtesy of Myway Airlines Myway Airlines
 Myway Airlines - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე Georgian Airways-მა მგზავრებს მოსკოვში ფრენა ერევნის გავლით შესთავაზა. რეისები კვირაში ორჯერ სრულდება და ეს ყველაზე სწრაფი და ხელსაყრელი სატრანზიტო მარშრუტია საქართველოდან რუსეთისკენ.

თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. ქართული ავიაკომპანია MyWay Airlines-ი მოსკოვში მინსკის გავლით სატრანზიტო ფრენებს გეგმავს, აცნობა „Sputnik–საქართველოს“ ავიაკომპანიის კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა. 

აფციაურის თქმით, კომპანია MyWay Airlines-ს ქართული მხარისგან აქვს ნებართვა, იფრინოს მინსკის გავლით. ახლა აუცილებელია ნებართვის მიღება ბელარუსის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან.

„აგვისტოს ბოლოსთვის ველოდებით მათგან პასუხს. ჯერჯერობით ველოდებით ნებართვას და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას ბელარუსულ ავიაკომპანიასთან. იმედია, სექტემბრის ბოლოსთვის ფრენების დაწყებას შევძლებთ“, — განაცხადა აფციაურმა.

ავიაკომპანია MyWay Airlines-მა ფრენები 2018 წლის მარტში დაიწყო. კომპანიას ჰყავს ორი Boeing 737-800. ამ დროისათვის ავიაკომპანია მხოლოდ ერთ რეგულარულ რეისს ასრულებს თელ-ავივის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ. გარდა ამისა, აქვს სეზონური ჩარტერული რეისები ქუვეითის მიმართულებით თბილისიდან და ბათუმიდან.

ავიაკომპანია Georgian Airways - Airzena-ს თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება რუსეთიდან სატრანზიტო ავიარეისებს დააფინანსებს

აღსანიშნავია, რომ მანამდე Georgian Airways-მა მგზავრებს მოსკოვში ფრენა ერევნის გავლით შესთავაზა. რეისები კვირაში ორჯერ სრულდება და ამჟამად ეს ყველაზე სწრაფი და ხელსაყრელი სატრანზიტო მარშრუტია საქართველოდან რუსეთისკენ.

როგორც MyWay Airlines-ის კომერციული დირექტორი განმარტავს, კომპანიამ რამდენიმე მილიონი ლარის ზარალი ნახა მოსკოვში პირდაპირი ავიარეისების აკრძალვით.

„დაახლოებით 3 ათასი ბილეთი გვქონდა გაყიდული ოქტომბრის ბოლომდე. კომპანიის ზარალმა 600 ათასი დოლარი შეადგინა. სწორედ ამდენივეს დაბრუნება მოგვიხდა მგზავრებისთვის. ხოლო მთელ სეზონზე, ჩვენი გაყიდვების პოტენციალის გათვალისწინებით, დანაკარგებმა რამდენიმე მილიონ დოლარს მიაღწია“, — განმარტა იგორ აფციაურმა.

MyWay Airlines-მა თბილისი–მოსკოვის მიმართულებით ფრენები მიმდინარე წლის 26 აპრილს დაიწყო. რეისები კვირაში სამჯერ ხორციელდებოდა. კომპანია წლის ბოლოსთვის ყოველდღიური რეისების დაწყებას აპირებდა.

ყველა ახალი ამბავი
0