ხელვაჩაურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

გამოწერა
საკრებულოს დეპუტატს 11–დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება

 

თბილისი,  22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი, მათ შორის ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატი დააკავა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მედიის ცნობით, დაკავებული დეპუტატი საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ჯამბულ თავართქილაძეა. 

დაკავება - Sputnik საქართველო
ქრთამის შეთავაზება აღსრულების ბიუროს ოფიცერს: პასუხი – შვიდ წლამდე ციხე

გამოძიებით დადგინდა, რომ დეპუტატი ვინმე ზაზა ტ.–სთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 12, 8 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაპირდა. ჯამბულ თავართქილაძეს მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით გასაყიდად საკრებულოს სხდომაზე უნდა გაეტანა და დეპუტატები დაეყოლიებინა საკითხის დადებითად გადასაწყვეტად.

დეპუტატმა სანაცვლოდაც კვადრატულ მეტრზე მოითხოვა 4 აშშ დოლარი, საერთო ჯამში 51,4 ათასი აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ აიღო 1 ათასი აშშ  დოლარი.

სისხლის სამართლის საქმე „ქრთამის აღების“ მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს 11–დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0