ქრთამის შეთავაზება აღსრულების ბიუროს ოფიცერს: პასუხი – შვიდ წლამდე ციხე

გამოწერა
დაკავებულმა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის ოფიცერს ქრთამის სახით 300 დოლარი მისცა.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სუს-ის შენობა - Sputnik საქართველო
სუს–მა ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე ოფიცერი დააკავა

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა საცხოვრებელი ბინიდან მობინადრეთა გამოსახლების პროცესის დაჩქარების სანაცვლოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის ოფიცერს ქრთამის სახით 500 დოლარი შესთავაზა, საიდანაც 300 დოლარი წინასწარ გადასცა.

გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე (სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილი) მიმდინარეობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

ყველა ახალი ამბავი
0