სექსუალური შევიწროების ფაქტები საქართველოში: შსს-ს მონაცემები

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამ თვეში სექსუალური შევიწროების 11 შემთხვევა დაფიქსირდა.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. სექსუალური შევიწროების ფაქტების რაოდენობამ მას შემდეგ, რაც ეს დანაშაული ქვეყანაში დასჯადი გახდა, 11 შემთხვევა შეადგინა, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შსს ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიმართონ პოლიციას, თუ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდებიან. პოლიციის მუშაობის ეფექტურობის ასამაღლებლად თანამშრომლების შესაბამისი ტრენინგები მიმდინარეობს.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
რამხელა ჯარიმები დაწესდა საქართველოში სექსუალური შევიწროებისთვის

საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში შესწორებების თანახმად, სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

შესწორებები მიმდინარე წლის მაისში ამოქმედდა.

შესწორებების ამოქმედების შემდეგ სექსუალური შევიწროება დაჯარიმდება 300 ლარით, განმეორებით დარღვევის შემთხვევაში – 500 ლარით ან გამოსასწორებელი სამუშაოებით ერთ თვემდე ვადით.

არასრულწლოვანი პირის, ფეხმძიმე ქალის, უძლური ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ სექსუალური შევიწროებისთვის გათვალისწინებულია 500-დან 800 ლარამდე ჯარიმა. იგივე სასჯელი დაემუქრება იმას, ვინც ეჭვმიტანილი იქნება ადამიანის სექსუალურ შევიწროებაში არასრულწლოვანის თვალწინ.

კანონი მოქმედებაში: ქუთაისში სექსუალური ურთიერთობის შეთავაზება ჯარიმით დასრულდა>>

მსგავსი ქცევის განმეორების შემთხვევაში კანონდარღვევა დაისჯება 800-დან ათას ლარამდე ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოებით 1 თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციული პატიმრობით 10 დღის ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0