ხაშურში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონი შენდება

© photo: Sputnikფეხბურთის ბურთები
ფეხბურთის ბურთები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ხაშურში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სტადიონს აშენებს, ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

სტადიონზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი სპორტული განათებითა და სარწყავი სისტემით, ტრიბუნები, ავტოსადგომი. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება დამხმარე შენობა-ნაგებობები. პროექტით ასევე გათვალისწინებულია საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობა.

პროექტის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი გაეცნენ.

უმნიშვნელოვანესი პროექტი: ვარკეთილში ახალი საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება>>

პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. მისი ღირებულება დაახლოებით 6.1 მილიონი ლარია.

ყველა ახალი ამბავი
0