https://sputnik-georgia.com/20190821/varkeTilSi-axali-safexburTo-kompleqsi-aSendeba-246287339.html
უმნიშვნელოვანესი პროექტი: ვარკეთილში ახალი საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება
უმნიშვნელოვანესი პროექტი: ვარკეთილში ახალი საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება
Sputnik საქართველო
სპორტული კომპლექსი უზრუნველყოფილი იქნება შშმ პირებისთვის განკუთვნილი ორი პლატფორმით, ღამის განათებით, გასახდელითა და სხვა საჭირო სივრცეებით. 21.08.2019-ს, Sputnik საქართველო
2019-08-21T13:12+0400
2019-08-21T13:12+0400
2021-10-19T17:04+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/14/246231467_0:152:3000:1840_1920x0_80_0_0_e28d11d77d0dfdbde144656df7dc8f3a.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2019
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/14/246231467_345:0:3000:1991_1920x0_80_0_0_dd26dfdb3da5688f98698ae76100254b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საქართველო
ახალი ამბები, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საქართველო
უმნიშვნელოვანესი პროექტი: ვარკეთილში ახალი საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება
13:12 21.08.2019 (განახლებულია: 17:04 19.10.2021) სპორტული კომპლექსი უზრუნველყოფილი იქნება შშმ პირებისთვის განკუთვნილი ორი პლატფორმით, ღამის განათებით, გასახდელითა და სხვა საჭირო სივრცეებით.
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ვარკეთილში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო კომპლექსი მოეწყობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერის ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ვარკეთილში 18 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადაეცა იმ პირობით, რომ იქ აღნიშნულ პროექტს განახორციელებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი მოედანი. სტადიონი 300 მაყურებელზე იქნება გათვლილი და შშმ პირებისთვის განკუთვნილი ორი პლატფორმით იქნება აღჭურვილი. სტადიონზე დამონტაჟდება ღამის განათება, მოეწყობა ტექნიკური შენობა გასახდელებით და სხვა საჭირო სივრცეებით; სტანდარტულ სტადიონთან ერთად ასევე აშენდება ხელოვნურსაფარიანი მინი-სტადიონი, განაცხადა კალაძემ.
პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ფიფას დახმარებით განხორციელდება და მისი საერთო ღირებულება ჯამში 2,1 მლნ ლარს შეადგენს.