რის გამო წავიდა ნინო შუბლაძე „რუსთავი 2“-დან – ნიკა გვარამია სკანდალურ ვიდეოზე საუბრობს

© photo: Nika Gvaramia / FBნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნინო შუბლაძის კანდიდატურა განიხილება.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. „რუსთავი 2“-ში ყოფნის დროს ნინო შუბლაძე ხელისუფლებას ტელეკომპანიის განადგურებაზე უთანხმდებოდა, განაცხადა არხის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ონლაინ-გადაცემა „სირცხვილიას“ პირდაპირ ეთერში.

Нанука Жоржолиани - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“-დან ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი გაბუნია გაუშვეს

ნიკა გვარამიას თქმით, არსებობს ამის დამადასტურებელი ვიდეო, რომელიც 2013 წელსაა ჩაწერილი, და სწორედ ნინო შუბლაძისა და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს შორის გარიგება გახდა არხიდან შუბლაძის წასვლის მიზეზი.

„ის ვიდეო დღესაც არსებობს. მე ვანახე მას ეს ვიდეო და ამის გამო წავიდა. საკუთარი სიტყვა დავიცავი და არსად გამომიქვეყნებია ვიდეო, პირიქით, 50 000-ლარიანი პრემიით გავაცილე ნინო შუბლაძე სამსახურიდან“, – განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, შუბლაძეს შეუთანხმდა, რომ წასულიყო არხიდან და ვიდეოს არ გამოაქვეყნებდა.

Rustavi 2-ის გენდირექტორი ვალებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს იწყებს >>>

გუშინ ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნინო შუბლაძის კანდიდატურა განიხილება. არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

მანამდე პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან საინფორმაციოს ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე, პოლიტიკური და გასართობი თოქ-შოუების წამყვანები გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესტაძეც გაათავისუფლა. სალიას თქმით, მათი გათავისუფლების მიზეზი არხთან ინტერესთა კონფლიქტია.

ყველა ახალი ამბავი
0