„რუსთავი 2“-დან ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი გაბუნია გაუშვეს

© Facebook / Nanuka Zhorzholiani's ShowНанука Жоржолиани
Нанука Жоржолиани - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რუსთავი 2“-მა მფლობელები ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე, 18 ივლისს გამოიცვალა.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან ტელეწამყვანები ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი გაბუნია და არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გაუშვეს, ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“–ის ექს–დირექტორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

„ჰოდა მოსვლამდე ვინც ველის გასუფთავება მოითხოვა და ამ ყველაფერზე გაივლის და მოვა, ომს ელოდოს. საჯაროს, აქვე „ფეისბუქზე“. კარგია, რომ მხოლოდ ორ სუბიექტს შორის იყო დავა“, – წერს ტელეწამყვანი.

„რუსთავი 2“-მა მფლობელები ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე, 18 ივლისს გამოიცვალა. არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ შეცვალა.

1994 წელს დაფუძნებულმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა არაერთხელ შეიცვალა მფლობელი. ქიბარ ხალვაშმა 2015 წელს სასამართლოში სარჩელი შეიტანა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ 2006 წელს მას ტელეკომპანია წაართვა. რამდენიმე წლის განმავლობაში ბიზნესმენმა საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში მოიგო. ამის შემდეგ საქმის განხილვა გაგრძელდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, რომელმაც საქართველოს სასამართლოს საქმისწარმოებაში დარღვევები ვერ აღმოაჩინა.

ყველა ახალი ამბავი
0