პირდაპირი ავიამიმოსვლა აშშ-თან: თურნავა მოლაპარაკებებს იწყებს

გამოწერა
თურნავას თქმით, შესაბამისი კვლევა უკვე ჩატარებულია, რომელმაც დაადასტურა, რომ „პირდაპირი ფრენები საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში არის მიმზიდველი“.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. აშშ-თან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე მოლაპარაკებები სექტემბერში გაიმართება, განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

„სექტემბრის დასაწყისში მომლაპარაკებელ გუნდთან ერთად ვგეგმავ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლას. იქ გვექნება შეხვედრა ორ წამყვან ავიაკომპანიასთან, რომლებიც, ვვარაუდობთ, რომ დაინტერესდებიან საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყებით“, — აღნიშნა თურნავამ.

მინისტრს იმედი აქვს, რომ ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებები ისევე სწრაფად და წარმატებით დასრულდება, როგორც ეს „რაინეარის“ შემთხვევაში იყო. 

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
„რაინეარით“ თბილისი–მილანის ბილეთის ფასი 19.99 ევროდან იქნება

თურნავას თქმით, შესაბამისი კვლევა უკვე ჩატარებულია, რომელმაც დაადასტურა, რომ „პირდაპირი ფრენები საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში არის მიმზიდველი“.

„ეს არის არა მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, რადგან აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და პირდაპირი ფრენების დაწყება იქნება ძალიან ნათელი, ცალსახა პოზიტიური პოლიტიკური მესიჯი, ასევე ეს იქნება კომერციულად მიმზიდველი კომპანიებისთვის, ვინც ამას მოჰკიდებს ხელს“, — განაცხადა მინისტრმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის დღეს თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება ფორმდება. „რაინეარი“ პირველ ფრენას 6 ნოემბერს შეასრულებს, თბილისი–მილანის ავიარეისის ბილეთის ფასი 19.99 ევროდან იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0