თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ავიაკომპანია „რაინეარი“ პირველ ფრენას 6 ნოემბერს შეასრულებს და თბილისი–მილანის ავიარეისის ბილეთის ფასი 19.99 ევროდან იქნება, ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოში ფრენების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად ემატება. ამ დროისთვის უკვე მითითებულია ბილეთები თბილისიდან მილანის ბერგამოს აეროპორტის მიმართულებით. არსებული ინფორმაციით, თბილისიდან პირველ ეტაპზე „რაინეარი“ მხოლოდ მილანში იფრენს, ქუთაისიდან კი იტალიის ქალაქ ბოლონიასა და საფრანგეთის ქალაქ მარსელში.
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის დღეს თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს 14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერება ხელი.