„რუსთავი 2“–ს ჟურნალისტები ტოვებენ

© photo: Sputnik / Stringer"რუსთავი 2"–ის მიკროფონი
რუსთავი 2–ის მიკროფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტებმა ტელეკომპანიის დატოვების მიზეზები დაასახელეს

თბილისი,  21 აგვისტო  — Sputnik.  რეიტინგული ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საინფორმაციო საშუალება „კურიერის“ თითქმის სრულმა ჟურნალისტურმა შემადგენლობამ არხი დატოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

Нанука Жоржолиани - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“-დან ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი გაბუნია გაუშვეს

ოთხშაბათს ჟურნალისტებმა „რუსთავი 2“–ის ახალ დირექტორთან პაატა სალიასთან მორიგი შეხვედრა გამართეს, რომელმაც მათ დარჩენა შესთავაზა, თუმცა, ბევრმა მათგანმა მის წინადადებაზე უარი განაცხადა.  გადაწყვეტილების საფუძვლად მათ განაცხადეს, რომ ახალი მფლობელის პირობებში ტელეკომპანიის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა შენარჩუნებული არ იქნება.

 „დღეს ჩემს ცხოვრებაში დადგა დღე, როცა აღარ შემიძლია ვთქვა, რომ „რუსთავი 2“ ჩემია. ჩვენ წაგვართვეს „რუსთავი 2“ და ეს უკვე ჩვენი სახლი აღარ არის“, – განაცხადა ნათია გოგსაძემ. 

ტელეკომპანია რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
სად აპირებენ საქმიანობის გაგრძელებას „რუსთავი 2"-ის ყოფილი ჟურნალისტები

კომენტარი გააკეთა თამარ ბაღაშვილმაც, რომელმაც ასევე დატოვა არხი, სადაც თითქმის 14 წელი მუშაობდა.

 „დღეს მე  მივიღე, ალბათ, ერთ–ერთი რთული გადაწყვეტილება, რომლის წარმოდგენაც არ შემეძლო. სამწუხაროდ, ეს რეალობაა, რომ „რუსთავი 2“ ბიძინა ივანიშვილის მიერაა ოკუპირებული... ჩვენს ადგილზე, ალბათ სხვები მოვლენ და ახალ „კურიერს“ გააკეთებენ“, – აღნიშნა ბაღაშვილმა.

 „რუსთავი 2“-ი ახალი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ხელში მას შემდეგ გადავიდა, რაც მან ქართული სასამართლოს სამივე ინსტანციაში დაამტკიცა, რომ 2006 წელს მას ტელეკომპანია წაართვეს. სასამართლო პროცესები რამდენიმე წელი გაგრძელდა.

მოგვიანებით, 2019 წლის 18 ივლისს,  ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ქართული სამართალწარმოებისადმი ტელეკომპანია  „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მფლობელების ყველა პრეტენზია.  „რუსთავი 2"-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია  „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ. შესაბამისად, ტელეკომპანიის წილები ხალვაშსა (60%) და მის კომპანია  „პანორამაზე" (40%) გადანაწილდა.

ყველა ახალი ამბავი
0