საქართველოს სულ უფრო მეტი პროდუქცია გააქვს საზღვრებს გარეთ

გამოწერა

საქართველო წარმატებით აგრძელებს ვაჭრობას – 2019 წლის იანვარ–ივნისში ქართული პროდუქციის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,5%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,8 მლრდ დოლარი შეადგინა. ამასთან სუფთა ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე) 2018 წლის პირველ ნახევართან შედარებით 0,8%-ით გაიზარდა და 1,1 მლრდ დოლარი შეადგინა.

2019 წლის დასაწყისიდან იმპორტი საქართველოში, 2018 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, 4,9%-ით შემცირდა და დაახლოებით 4,2 მლრდ დოლარი შეადგინა. იმპორტის კლება, ძირითადად, საქართველოში ნავთობპროდუქტების შემოტანის 15,1%-ით შემცირებასთან არის დაკავშირებული. 

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო ბრუნვა: ექსპორტი იზრდება, იმპორტი მცირდება

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში საწვავის იმპორტის შემცირების მიზეზად დიზელის საწვავის იმპორტის შემცირებას მიიჩნევენ, ასევე საქართველოში ჰიბრიდული ტიპის ავტომობილების იმპორტის ზრდას.

მთლიანობაში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის იანვარ–ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,6%-ით შემცირდა და დაახლოებით 6 მლრდ დოლარი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით 2,4 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40,5%-ია.

საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი. მთლიანობაში ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 2 მლრდ-ზე მეტი შეადგინა. ეს ქვეყნის საერთო სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 34%-ია.

საქართველოს ასევე წარმატებით ვაჭრობს ევროკავშირისა და დსთ-ის ქვეყნებთან.

ყველა ახალი ამბავი
0