თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2019 წლის იანვარ–ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,2%–ით დაეცა და 7 მლრდ–ზე მეტი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სასმახურის („საქსტატი“) მასალებში.
2019 წლის დასაწყისიდან, გასული წლის ანალოგიურ ვითარებასთან შედარებით, იმპორტი 4,7% შეადგინა და დაახლოებით 5 მლრდ დოლარი შეადგინა.
ამავე დროს ქართული პროდუქციის ექსპორტი 2019 წლის იანვარ-ივლისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 12,3%-ით გაიზარდა და დაახლოებით 2,1 მლრდ დოლარს გაუტოლდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ექსპორტის ზრდას ხსნის რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის, გასაღების ბაზრების გეოგრაფიის გაფართოებით.
კერძოდ, საქართველოს მთავრობა ექსპორტის შემდგომ ზრდასა და დივერსიფიკაციაზე აქტიურად მუშაობს. თავისუფალი ვაჭრობის სფეროში გაფორმებული ხელშეკრულებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციას და საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას ქმნის.
საქართველო პროდუქციის გასაღების ბაზრებს აფართოებს
საქართველო და ინდოეთი დაიწყებენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ - კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობა ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება, ნათქვამია 2018 წლის 12 იანვრით დათარიღებულ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის კვლევის დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ შეთანხმება საქართველომ და ინდოეთმა 2017 წლის აპრილში გააფორმეს.
ბოლო პერიოდში საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები გააფორმა ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონგ-კონგთან და ჩინეთთან. გარდა ამისა, მიმდინარეობს განხილვა მსგავსი ხელშეკრულებების იაპონიასთან და აშშ-თან გაფორმების შესაძლებლობაზე. უკვე დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე მოლაპარაკებების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.