ჩაანაცვლე იმპორტი: თბილისში ახალ ქარხანას ააშენებენ

© photo: Sputnik / Stringerლოგოტიპი "აწარმოე საქართველოში"
ლოგოტიპი აწარმოე საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი ქარხანა 200 მლნ საცობის წარმოებას შეძლებს და იმპორტირებულ საქონელს ჩაანაცვლებს, საწარმოში 25 ადამიანი დასაქმდება.

თბილისი, 9 აგვისტო  — Sputnik. თბილისში ალუმინის საცობების ახალი საწარმო აშენდება, ნათქვამია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს განცხადებაში.

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ქარხნის ასაშენებლად კომპანია „ჯამპლასტმა“ დაახლოებით 33,7 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი სიმბოლურ ფასად – 1 ლარად მიიღო. 

ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს ორ რეგიონში რძის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება

ქარხნის მშენებლობასა და აღჭურვაზე 11 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება. წარმოებულ საცობებს გამაგრილებელი სასმელების მოსახუფად გამოიყენებენ.

ახალი საწარმო 200 მლნ საცობის წარმოებას შეძლებს და იმპორტირებულ საქონელს ჩაანაცვლებს.

სააგენტოს მონაცემებით, წარმოების პროცესი მთლიანად ავტომატიზირებული იქნება, საწარმოში კი 25 ადამიანი დასაქმდება.

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა და ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებაზეა ორიენტირებული. 2017 წლის აპრილში შეიქმნა იგივე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ყველა ახალი ამბავი
0