საქართველოს ორ რეგიონში რძის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება

© Sputnik / Alexander Imedashviliლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საწარმოები შეღავათიან ფასად გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს ორ რეგიონში – სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 2019 წელს რძის გადამამუშავებელ საწარმოებს ააშენებენ, განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში სამინისტროს საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას.

კერძოდ, რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმოები მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახალქალაქში, წალკასა და დმანისში აშენდება.

დავითაშვილის სიტყვებით, ერთი საწარმოს სიმძლავრე დღიურად 10 ტონას მიაღწევს.

ღვინის სახლი აჭარაში - Sputnik საქართველო
სოფლის მეურნეობის რეკორდები, ანუ როგორ დგება ფეხზე ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი

საწარმოები, რომლებიც აშენდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პირდაპირი მიყიდვის წესით შეღავათიან ფასად გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს.

სახელმწიფო სოფლის მეურნეობაში, განსაკუთრებით, თაფლისა და რძის წარმოების სფეროებში კოოპერატივების იდეას რეალურად ახორციელებს.

მაგალითად, გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში თაფლის კოოპერატიული წარმოების მშენებლობა დაიწყო, რომელმაც უნდა მიიღოს და გადაამუშაოს 2 ტონა თაფლი.

გარდა ამისა, 2018 წელს ამუშავდა 10 რძის და 10 ყურძნის გადამამუშავებელი კოოპერატიული საწარმო.

მაღალმთიან რაიონებში მეცხოველეობის კოოპერატივების მხარდაჭერა ხორციელდება. სახელმწიფო 2017 და 2018 წლებში სულ დაეხმარა 39 კოოპერატივს – მათ 25 წლით საძოვრები გადასცეს და დაეხმარნენ საკვების გადამამუშავებელი საწარმოების შექმნაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0