კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 19–25 აგვისტოს პერიოდში

© Sputnik / STRINGERვარდისფერი სათვალით დანახული სამყარო
ვარდისფერი სათვალით დანახული სამყარო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ კვირაში უმეტესობა ენერგეტიკის წარმატებისკენ მიმართვას მოახერხებს, რადგან პლანეტები და ვარსკვლავები ჰარმონიაში არიან. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, არ შეუშინდეთ ახალი მიზნებისა და ამოცანების დასახვას.

რა თქმა უნდა ზოდიაქოს ყველა ნიშანს ერთნაირად არ გაუმართლებს, რადგან ზოგიერთი ღამის მანათობელი პოზიტიური ენერგიის ნაწილს დაკარგავს.

კვირის ჰოროსკოპი დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში, ასტროლოგების რჩევები გამარჯვებებისკენ მიმავალ გზას გიკარნახებთ. გახსოვდეთ, რომ ჩვენი აზრები შეიძლება გახდეს როგორც წარმატების კატალიზატორი, ისე მძიმე ტვირთი, რომელიც ფსკერისკენ გვექაჩება. იფიქრეთ დადებითზე, შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე მოსაწყენი ნიშნები

ვერძი

22 რიცხვამდე ენთუზიაზმთან და იღბალთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგში იქნება. ენერგეტიკის თვალსაზრისი ყველაზე დინამიკური და უჩვეულო დღეა 24 აგვისტო – შაბათი. ამ დროს მარსი და ვენერა ერთ გუნდში აღმოჩნდებიან. ეს დღე მრავალ ემოციას გაჩუქებთ. ასტროლოგები გირჩევენ, გაერთოთ და საინტერესო ღონისძიებებში მიიღოთ მონაწილეობა.

მოგიწევთ ფინანსურ და სამუშაო საფეროებში პრობლემების გადალახვა, რაშიც ინტუიცია დაგეხმარებათ. გარშემომყოფების რჩევები უსარგებლო იქნება, ამიტომ მათი გთვლაისწინება არ ღირს.

კურო

ასტროლოგები გირჩევენ, ჯანმრთელობას მიხედოთ და მძიმე საქმეებისგან დაისვენოთ. მოდუნდით სამუშაოს შემდეგ და უქმეებზე, რომ არ დაკარგოთ კოლეგების პატივისცემა და ფული. წაგადგებათ წყლის პროცედურები, სეირნობა სუფთა ჰაერზე, მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა.

მთლიანობაში, წარმატებული კვირა გელოდებათ. განსაკუთრებით კარგი პერიოდია 21–დან 24 აგვისტოს ჩათვლით, როცა პლანეტები აღმშენებლობითი და აქტიური იქნებიან. ეს სასიამოვნო და ზომიერი პერიოდია, ამიტომ მოერიდეთ ნეგატიურ აზრებსა და კონფლიქტებს.

კაზინოში - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე აზარტული ნიშნები - ტოპ-სამეული

ტყუპი

ამ კვირაში იფრთხილეთ სიტყვებთან და საქციელთან დაკავშირებით, რადგან ჩხუბმა და კონფლიქტებმა მეგობრობასა და სიყვარულს შეიძლება დაუსვას წერტილი. ასტროლოგები გირჩევენ, მიხედოთ პირად საქმეებს და მეტი დრო დაუთმოთ სამუშაოს.

წარმატება დამოკიდებული იქნება, იმაზე, თუ რამდენად ძლიერი თქვენი სურვილი, რომ წარმატებას მიაღწიოთ. რაც უფრო მოინდომებთ, მით უფრო მეტს მიაღწევთ, ამიტომ სურვილებში შეზღუდული ნუ იქნებით.

კირჩხიბი

ასტროლოგები გირჩევენ, გეგმებიდან მოქმედებებზე გადახვიდეთ აქტიურობისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია 21–დან 23 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი. გაგიმართლებთ ფინანსურ სფეროში, საქმეებსა და სიყვარულში.

ძალზე ხელსაყრელი და პროდუქტიული კვირაა მუშაობის, გატაცებებისა და ბიზნესის თვალსაზრისით. განსაკუთრებით გაუმართლებს იმ კირჩხიბებს, რომლებიც გადალახავენ ეჭვებს და იმ საქმეს შეუდგებიან, რომლის დაწყებისაც აქამდე ეშინოდათ. ძვირადღირებული ნივთების შეძენისთვის კარგი დღეებია ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი.

ქალი - Sputnik საქართველო
ჰოროსკოპი: ვინ როგორ იშუშებს ჭრილობებს

ლომი

ლომებისთვის იწყება პერიოდი, როდესაც ვარსკვლავები და პლანეტები დამსახურებულ საჩუქარს გამოუგზავნიან. შესაძლებელია, რომ კვირის დასაწყისში უკვე თქვენი შრომის პირველი ნაყოფი მოიმკათ, რაც ძალებს შეგმატებთ და იგრძნობთ, რომ იღბალი თქვენთანაა.

დადგა აქტიური მოქმედებების დრო სიყვარულსა და საქმეებში. ენდეთ ინტუიციას და ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს მარტივად შეხედეთ. ეს პერიოდი აბსოლუტურად შეუსაბამოა მარტოობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ურთიერთობები გქონდეთ.

ქალწული

ამ კვირაში არავითარ შემთხვევაში არ გარისკოთ და არ ჩაებათ ავანტიურაში. თუ შეინარჩუნებთ სტაბილურობას ასეთ არაპროგნოზირებად პერიოდში, იღბალი არ მიგატოვებთ. სასურველია, მეტი დრო დაუთმოთ ურთიერთობებს, ოჯახს.

მთავარია, მოერიდოთ ენერგეტიკულ ვამპირებს. მუშაობისთვის ორი იდეალური დღეა – 21 და 24 აგვისტო. ამავე დღეებში შეგიძლიათ შეიძინოთ ძვირადღირებული ნივთები, თუ ეს ადრე გქონდათ დაგეგმილი. ამ კვირაში წაგადგებათ ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღება.

ადამიანი მთების ფონზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე მომთმენი ნიშნები

სასწორი

21 აგვისტოს, შესაძლოა, პრობლემები გაჩნდეს, რადგან პლანეტები დესტრუქციული გახდებიან. მოსალოდნელია ადამიანებთან ურთიერთობების გართულება. სიყვარულის,მეგობრობისა და კარგი ურთიერთობების შესანარჩუნებლად საჭიროა დათმობა, სიკეთის გამოვლინება.

კვირის დასაწყისი კარგია მუშაობისა და ნებისმიერი საპასუხისმგებლო საქმისთვის. თქვენგან მოითხოვება სითამამე, მიზანსწრაფულობა დაპოზიტიური განწყობა. თუნდაც დაბრკოლებები შეგიქმნან, მაინც ყველაფერს შეძლებთ – მთავარია, საკუთარი თავისა გჯეროდეთ.

მორიელი

მორიელებისთვის მშვიდი კვირა დგება. მხოლოდ შაბათს ვარსკვლავები ძალზე აქტიური გახდებიან, რის გამოც უქმეები, შესაძლოა, ძალზე კაშკაშა და დასამახსოვრებელი გახდეს. ასტროლოგები დაჟინებით გირჩევენ, რომ საკუთარი მიზნები საიდუმლოდ შეინახოთ, გეგმები არავის გაანდოთ, რადგან თქვენი მტრები გააქტიურდებიან.

არის ალბათობა, რომ არაკეთილმოსურნეებმა ჭორები გაავრცელონ. უნდა ეცადოთ, რომ ფაქტები სიცრუისგან განასხვავოთ. სტაბილური ენერგეტიკა დიდ წარმატებებს მოუტანს მათ, ვინც სიყვარულს ეძებს.

ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: ღამის საოცრება მწვანე ტბაზე - Sputnik საქართველო
ყველაზე გულუხვი ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - რეიტინგი

მშვილდოსანი

ამ კვირაში, შესაძლოა, სასიყვარულო იღბალმა მიგატოვოთ, ამიტომ ნუ მისცემთ საყვარელ ადამიანს ფუჭ დაპირებას და მასზე თქვენს ბოღმას ნუ ამოანთხევთ. არასასურველია ხალხმრავალ ადგილებში ტრიალი – სჯობს, მარტო იყოთ. ასტროლოგები გირჩევენ, მოერიდოთ ურთიერთობებსა და საერთო საქმეებს ეშმაკ ადამიანებთან. ენდეთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას იმსახურებენ.

ასეთ პერიოდებში, სჯობს, თუ უცნობ ადამიანებს მოერიდებით, მიიღებთ მხოლოდ გაწონასწორებულ გადაწყვეტილებებს. ფინანსურ სფეროში წარმატებები გელოდებათ. მოსალოდნელია დიდი მოგება, მაგრამ ამისთვის სათანადო შრომაც მოგიწევთ. დიდ ხარჯებს მოერიდეთ.

თხის რქა

ძალზე ხელსაყრელი პერიოდია რომანტიკის, პირადი საქმეების, შემოსავლების ახალი წყაროების ძებნისა და ფულის ხარჯვისთვის. შეგიძლიათ შეიძინოთ ის, რაც ბოლო ხანს ძალიან გინდოდათ, მაგრამ საკუთარ თავს უარს ეუბნებოდით.

ასტროლოგები გირჩევენ, ცხოვრებაში სიახლეები ჯერჯერობით არ შეიტანოთ, არ შეცვალოთ სამომავლო და ამ კვირის გეგმები. ძალზე სასარგებლო იქნება გუნდური მუშაობა 21 აგვისტოს – კვირის ყველაზე დინამიკურ დღეს.

გალაქტიკა - Sputnik საქართველო
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს გენიალური ნიშნები

მერწყული

ამ კვირაში სწორი ბალანსი უნდა იპოვოთ ახალ და ადრე დაწყებულ საქმეებს შორის, რომლებიც მალეა დასასრულებელი. იმაზე, თუ რამდენად პასუხისმგებლიანი და ყურადღებიანი იქნებით ამ კვირაში, ბევრად არის დამოკიდებული თქვენი შემოსავლები უახლოეს პერიოდში.

კარგი კვირაა გარემოს შეცვლისთვის, საყიდლებზე წასვლისთვის, მოგზაურობის, ახალი ნაცნობობის, სიყვარულისა და რომანტიკისთვის.

თევზები

ასტროლოგები გირჩევენ, სამომავლოდ არაფერი გადადოთ. სჯობს, ყველა საქმე მაქსიმალურად სწრაფად, დაუყოვნებლივ შეასრულოთ. კვირის დასაწყისში სახლში ენერგეტიკა გააუმჯობესეთ: დაალაგეთ, გადაყარეთ ძველმანები და გამოუსადეგარი ნივთები. პლანეტები თქვენზე არაერთმნიშვნელოვნად იმოქმედებენ: ერთი მხრივ, შესაძლოა, გზიდან აგაცდინონ და მეორე მხრივ, სასიამოვნო ცვლილებები მოგიტანონ ყველა სფეროში.

ცვლილებების უმეტესობა 21–24 აგვისტოს პერიოდშია მოსალოდნელი. 22 და 23 აგვისტო, შესაძლოა, ნეგატიური იყოს, გაგიჩნდეთ შიშები. სჯობს, ამ დღეებში დაისვენოთ.

ყველა ახალი ამბავი
0