თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევას სენაკი-თბილისის ავტომაგსიტრალზე ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
ტრაგედია სოფელ ნოსირთან ცოტა ხნის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგად ერთ-ერთს ცეცხლი გაუჩნდა და ავტომობილში მყოფი ორივე პიროვნება ადგილზე დაიღუპა. რაც შეეხება მეორე ავტომობილის მძღოლს, მან ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრო. დაშავებულს მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.
ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან სამართალდამცავები. გარდაცვლილების იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.