შურისძიება თბილისში: ქალმა და მამაკაცმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს - დაკავების კადრები

© photo: Sputnik / Anar Mustafayevდამნაშვე ქალი ხელბორკილებში
დამნაშვე ქალი ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ქალმა მ.ა.-მ, თანამზრახველ მამაკაცთან — პ.გ.-სთან ერთად დაგეგმა შურისძიება წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში ორი პირი დააკავეს, რომლებმაც ერთ−ერთი მოქალაქის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს და დააზიანეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

დაკავებულები არიან 1991 წელს დაბადებული პ.გ. და 1993 წელს დაბადებული მ.ა., რომლებსაც სხვისი ნივთის დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედებათ ბრალად. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქე თავისი დისშვილის კუთვნილი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სხვა ავტომობილში, მძღოლის — 1993 წელს დაბადებული მ.ა.-ს გვერდით მჯდომმა მოქალაქემ - 1991 წელს დაბადებულმა პ.გ.-მ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანა ავტომობილის კარი და საბურავი“, — ნათქვამია შსს−ს განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ქალმა მ.ა.-მ, თანამზრახველ მამაკაცთან — პ.გ.-სთან ერთად დაგეგმა შურისძიება წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო.

პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა — ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღესვე დააკავა.

გამოძიება ავტომანქანის დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0